a tall house


სხვა ხედი თითქმის არ დამრჩა,
ამ სასაფლაოს მსგავსი
ქუჩის გარდა...
...
...მწუხრის მწუხარე ანგელოზთა არმია
მომაკვდავ, ბებერ მზეს სჭამდა,
როცა, მე,
ერთმა გამოხედვამ
გამცა.

***

თან, ისე დამწვა,
დამბლაც, ისეთი დამცა,
რომლისაც 
მხოლოდ
შენს მკერდში თავჩაფლულს,
ჩაძინებულს,
მწამდა.
...
...სხვა,
რა ხედი დამრჩა?
ცაზე იშლება სათქმელი,
სიტყვა, ერთადერთი,
"მიყვარხარ".


20 მაისი, 2024წ.

luggage boy

[day_off:poem_N_6_"a_tall_house"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი