vein tree
ჩემი ვენები ჰგვანან ლურჯი სუსხით შემოსილ ხეებს... ...მაგრამ, მე, მაინც ვგავარ ეულ, დარდისგან გაჩეხილ ტყეს... *** ყველაზე მაღალ ტოტზე, მტრედივით შემოვრჩი, ეული, ტან-გალეული, გულით - გრძნობათაგან დალეული... ჩემს წინ, ხან მზის კერპივით ხარ, ხანაც, წვიმის წვეთებივით ჩემს ტანზე, მარცვლებად გაბნეული... ...მე კი, ვარ მაინც, მორცხვი... ...(...ვენების ლურჯ, სუსხით შემოსილ ხეებს, მარტო მე შემოვრჩი...)... 23 მაისი, 2024წ. luggage boy [day_off:poem_N_8_"vein_tree"]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი