a thought about the blooming saplings


- ამ ნერგს,
რაღა გაახარებს... - ვლუღლუღებ.

ქუდად - ეხურა მთვარე,
ფოთლებს,
ცრემლებივით იცვენდა, 
მწვანედ...
ხან, ეულის ძაძებს ირგებდა...
...
...ფოთლები სცვიოდა
ცრემლებად,
მწვანედ,
შიშველ, უმწეო ტანზე...
(მე
რომ
გარდავიცვლები,
უმწეო
ნერგი
ჩემს
გულზე,
ისევ დარგე...)...
რაღა გაახარებს,
მაგ ნერგს,
მაგრამ,
შენ, უბრალოდ, დარგე...


23 მაისი, 2024წ.

luggage boy

[day_off:poem_N_9_"a_thought_about_the_blooming_saplings"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი