disciple of worry


ტალახიანი ნაბიჯებით
ლიმბოში მივაბიჯებ,
მესმის ბურტყუნი,
ბრდღვინვა - "განეშორე იმედს."
"ცრემლების წვიმა
დაახრჩობს ცოცხლად
შენს 
ნაბიჯებს..."

***

ჩემივე ეზოს
ნორჩმა ხეებმა
უკანასკნელი
სარეცელი დამიგეს...
...
...მოდი,
შენ მაინც მნახე,
ბოლოჯერ...
დაგხვდები
ოთახში,
მოკლული, სკამზე,
შემოდგომის
რომელიმე
ნამწუხრევს...
...მე ვგავარ ქრისტეს,
სიკვდილითა
სიკვდილის
დამთრგუნველს.


28 მაისი, 2024წ.

luggage boy

[day_off:poem_N_12_"disciple_of_worry"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი