the last cry


ლურჯ ტყეში
შენს გვერდით ვწევარ...
...უგონოდ...
დაისი დამრჩა,
ერთი,
აისიც,
ალბათ,
თუ მზის მაგივრად,
შენი შეხება
არ დამწვავს...
გავურბივარ
სამსარას...
თუმცა,
ჩემგან,
მაინც იპოვის მარცვალს,
ნაოჭიანი,
ტოტივით გამხმარი
ხელით
მიწაში ხელახლა ჩამრგავს,
ეს სამუდამო დამბლა...
...
...შენს გვერდით ვწევარ...
ვკარგავ ხედვას...
სმენას...
შეხებას...
ჭირისუფალთა დუმილი,
და ჩემიც,
მგვრის შვებას...

***

ჩემს გარშემო,
ნორჩი ხეები
კრავენ წრეს,
კრავენ
დუმილის,
ჩუმი ქვითინის
ტყეს...
...
...და ყველაფერი
ჰგავს
ჩემს
გვამს.


29 მაისი, 2024წ.

luggage boy

[day_off:poem_N_13_"the_last_cry"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი