diagonal


თვალებში 
ზღვა მაქვს...
შენც რომ მოკვდები,
ალბათ,
მაშინ მნახავ...
მაშინ დამხატავ...
როცა შენც
ვეღარ გაექცევი
სამსარას.
...
ჩემი თვალები
მოგიყვებიან ამბებს,
საღამოსავით ლურჯს,
და შენ
ჩემს მოლბერტივით ტანზე
გაუსვამ ფუნჯს...
...ისე, თოლია რომ უსვამს ფრთებს,
ცაზე.
...დამიხატავ
კიდევ
ერთ
მწუხრს?


2 ივნისი, 2024წ.

neleh

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი