საფლავის მპოვნელი
მე მიწა გავხდი... თან, მიწა ჩემი გულია... ჩემს გულზე ამოსულ ჭინჭრებში ბერი დაეხეტება, ღობიდან ღობეზე პატარა ჩიტივით ხტება, წვიმასავით, გულზე მაჩნდება... ან, მე მეძებს, ან, სასაფლაოზევე თვრება... ...სულ ახლა მოვკვდი, საფლავის მპოვნელო, ალბათ, იმიტომ ვარ ნორჩი, რომ ჯერ ზამთარმა არ დამმარხა... მიპოვნე, სანამ იებიც სტროფებივით დამჭკნარან... მე ვიცნობ ბერს, ანაფორიანს, შავია, მაგრამ, სიცოცხლეც უნდა, ჩემთანაც უნდა... ...და ჰგავს თეთრ თოლიას. 2 ივნისი, 2024წ. neleh
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი