skull gaze


მე ვწევარ,
მერცხლები დამყურებენ,
ვერ წყვეტენ ფრენას... 
საჭიროს...
აუცილებელს...
და თან ერთობლიობით
სერავენ ზეცას,
ეს შავი ერთობლიობა,
მე
მონაზონის
თავშალს
მიკერავს...
ისევ მნახავ,
მრავალფერ სიზმრებად...
ისევ დაგსერავ...
შრამებს დაგატყობ ტანზე,
გოლგოთაზე
ნაძვნარს ვაქცევ
ჯვრებად.
...და შენ,
მაინც მხედავ?
...ალბათ,
რამხელა ჯვარცმაა,
უცნობის, ან შეუცნობის
შენით შეთხზული სევდა...


4 ივნისი, 2024წ.

neleh

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი