prière des mains


ამ ვაზს,
ხელი, იმდენი აქვს,
თუმცა, მოსაჭიდი - არცერთი.
იგი, თითქოს,
განკვეთილი მონაზონივით,
ტაძრის კართან ადიდებს
ღმერთს - 
ასწევს, 
წვრილ, 
მწვანე 
ხელებს,
დაუშვებს კიდეც... ...და რჩება ასე,
სასოწარკვეთილი.
...ნატრობს
გალიად
ქცეულ
ტალავერებს...
ოღონდ, 
რამეს მოეჭიდოს,
ეს სევდა,
მიწამდე ჩაქინდრული,
რომ არ ემძიმოს...


5 ივნისი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი