moth


მე ვგავარ წერტილს,
მე ვგავარ ლაქას...
ბოლო
წვიმის
წვეთივით გაჩნდები,
როგორც ჩემი ეზოს ყვავილს,
მესამედ დამჭკნარს...
მე ვგავარ წერტილს,
მე ვგავარ 
ვერლიბრს...
ხატად მიდგას ღმერთი,
წამწამთან...
თვალებით გავყვები
შენი წასვლის ნელ მოძრაობას,
რომელსაც 
                 ვამგვანებ 
                                ქარავანს...
...
...ეს 
ლტოლვა 
მმარხავს...


9 ივნისი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი