წვიმის ჩუმი გოდება
ნუთუ, ეს წვიმაც გადაიღებს? ან, ვინ იცის, ალბათ, წვიმასავით, მიწაზე დაცემულ შენს დალალებს ცივი ხელის გულებით აიღებს... ტიტებივით დამიკრეფს... ფერკმრთალ, მანეკენივით ტანზე, შენამდე მიმღწევი ბილიკებივით ვხედავ სისხლძარღვებს. ჩემო, ჩემო, ჩემო ღმერთო... ბაგეებს ბოლოჯერ გაგიღებ... დავამგვანებ საკურთხევლის უსუსურ კარიბჭეს... ჩემო, ჩემო, ჩემო ღმერთო... წიაღნი მამულნი განმიხვენ... 9 ივნისი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი