when talking becomes sacred


აქ არავინ მიცნობს,
აქ, შენი ტანივით,
მკვდარ ხელის გულებს,
არავინ მითბობს...
...განა, ვერავინ,
არა, არა, არავინ...
სარკეს შევხედავ წამით...
ტუჩებს, მიკერავენ ძაფით,
რომელიც ჰგავს ხიდს, შენამდე.
აქ
ვერავინ მცნობს...
ღმერთო, ამ პალატას, მერჩივნა,
გადავეყლაპე ბრბოს...


10 ივნისი, 2024წ.

luggage boy

[asylum:poem_N_2_"when_talking_becomes_sacred"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი