cold iron doors
რკინის კარების მიღმა, ალბათ, უფრო მეტად ცივა. დერეფნებს, აქ დაბერებული გიჟებივით, ჭაღარა ფილები თმის ღერებივით სცვივათ... ...მე, ვნახე, ვეზიარე, ცისფერ წვიმას... შეკრული ხელების მძიმე ერთობლიობა, უფრო დამძიმდა... უფრო დამძიმდა... მოდი, მომინახულე, სანამ, დარდი ჩემი, მკლავებზე რომ მაწევს, გარდამოხსნილი ღმერთივით, სეტყვასავით, მარცვლებად დაცვივდა. ... ...ისევ გაწვიმდა. 10 ივნისი, 2024წ. luggage boy [asylum:poem_N_3_"cold_iron_doors"]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი