peephole


კარზე ხვრელია,
კარი ქრისტეს გახვრეტილი ხელია...
ვიფარებ სახეზე...
თუმცა, მაინც ჩანს,
ჩემი თეთრი,
ცრემლიანი მზერა...
დამალვას ცდილობს...
დამალვას ვცდილობ...
პალატებიდან ისმის
ბოლო სიმღერა...
მე ვარ ერთადერთი...
...ან, ამ კედლებში ჩაშენებული,
ამ აზილუმის ნაწილი, ერთი...
მფარავს
და ჩემს ხედვას ფარავს,
ჭაღარა ფარდა,
ბრმა მოხუცივით
თეთრი.


10 ივნისი, 2024წ.

luggage boy

[asylum:poem_N_4_"peephole"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი