tale of birds


ხატს ჰგავს ფანჯარა,
პეიზაჟი ვერ სცდება
ჩემს წამწამს.
და სცენას ჰგავს,
ამავე ფანჯრის ციცაბო რაფა...
გარეთ წყვდიადი
სულს ღაფავს...
წყვდიადში მხსნელი,
სულს ღაფავს...
როგორც ჯვარი, ქრისტეს მხრებს,
ისე შევადგები, 
ჩემი ერთდაერთი ფანჯრის რაფას,
მაგრამ, 
არ გადავხტები,
არ გადავხტები... ...არა...
გარედან,
მტრედები მიყვებიან
ისედაც ჩუმი ქალაქის,
ყველა, პატარა ამბავს,
გაბზარულ გულის ლარნაკში
დასამალს...
...მაგრამ
მასმევენ
მაინც
სასუფეველივით
თეთრ 
წამალს...


11 ივნისი, 2024წ.

luggage boy

[asylum:poem_N_5_"tale_of_birds"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი