i wrote a novel instead of a letter
თეთრ იატაკს ფანჯრიდან, მზის მეოხება გადმოეფინა, დაამგვანა წიგნის ცარიელ გვერდს. მე შენ გწერ... ...ისევ... ცოტაც, და ალბათ, ვეღარ ვიცნობ, ისედაც შეუცნობელ ღმერთს... გარეთ, ჯვარს ჰგავს ყველაზე დიდი ხე... ყველაზე მაღალ ტოტზე, ოთხი ჩიტი აზის, სწორ ხაზად - I, N, R და I. ... წასვლის იმედის ყოველი ლაქა, ჩემს ტანზე დადის. მერე ხერხემლის მოყინულ ბილიკზე ჩადის... ჩემს გარდა, ყველა, წიგნის გვერდების ტალღებზე იესოსავით დადის... ან, უბრალოდ, აქედან გადის. 14 ივნისი, 2024წ. luggage boy [asylum:poem_N_6_"i_wrote_a_novel_instead_of_a_letter"]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი