31
ხვალ ბოლო დღე აქვს აგვისტოს - სრულდება ოცდათერთმეტი, ამ ზაფხულმა ნეტავ, კიდევ ცოტა მაცადოს, თან არ წამიღოს. მინდა კარი გავაღო, რომ მომადგება, შემოდგომა - ყვითელი. ახლა უჩვეულო, ცივი ღამეა, ცხელი ნიავი ჩაკვდა. და ჩემი გულიც - ამ ღამესავით ბნელ ფიქრების სამარეა. მოდის, შემოდგომა, ყვითელი, და ჩვეულად, ნიავი ხმელ ფოთლებთან ერთად მფანტავს. უკვე მერამდენე, ჩემი კალმისავით თეთრი ღამეა, ისევ შენ გწერ, ვითვლი წამებს, და, პოეზიის ლამპრით, ჩემს გზას დავეძებ. მაგიდას ისევ, მივუჯდები სანთლით, გამიტაცებს, შენზე ფიქრი წამით, თითქოს ოცდაათი დღით. 30 აგვისტო, 2021წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი