if this window opens, i might jump
ღმერთო! ეს ცარიელი ლიანდაგი, დიდია, სევდის ბილიკია... ...და დასასრულის, არ აქვს ნატამალი. მხსნელო, გულივით ცარიელი და ცოდვისგან, სულივით დატვირთული ვაგონები ჩემს უკან მიდიან... მე სად მივდივარ... ღმერთო, მხსნელო... შენ, მაინც, თუ გინდივარ? *** (გონებას, როცა დაკარგავ, ან, ქვის მაგივრად, შენს სახელს როცა მიაწერენ, ცარიელ, მარტოსულ ტრამალს, მაშინ, გიწოდებენ მარტირს, გიწოდებენ წმინდანს...)... ... ჩემს წინ სევდის გრძელი, თითქმის, უსასრულო ბილიკია. 15 ივნისი, 2024წ. luggage boy [asylum:poem_N_7_"if_this_window_opens,_i_might_jump"]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი