regrets


ჩემი პალატა
ჰგავს
მიტოვებულ დამასკოს,
ალბათ, არამეული ტაძარივით,
აქვე უნდა დამმარხონ...
ამ
აზილუმის
ეზოში...
(ვიმსახურებ?... ...ალბათ...)...
ცოტაც,
ცოტაც,
და ყოველი აშლილობა,
მრევლივით მოწვეული,
სანთელივით ჩამწვავს.
...ნუ,
ნუ,
ნუ, კარგო,
ნუღარ სთხოვ,
ჩემს გადარჩენას, ძლევას,
მკვდრეთით აღმსდგარს...
აზრი არ აქვს...


15 ივნისი, 2024წ.

luggage boy

[asylum:poem_N_8_"regrets"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი