god is doomed


სავსე მთვარე
ჰგავს
კიდევ ერთ
დამამშვიდებელ აბს...
...მე, ალბათ,
მეძახდნენ მთვრალს...
ჩემი ბაგეების კარებს
ნელი ტემპით ვკეტავ...
რამდენიმე ფსალმუნს
ხმამაღლა ვიტყვი,
გიჟივით,
და პასუხად,
მტრედები მჩუქნიან
უცხო, ცივ მზერას.
...
სავსე მთვარე 
ჰგავს
კიდევ ერთ 
დამამშვიდებელ აბს...
მეც,
სხვანაირი,
შეუცნობი დასაბამის მწამს.

***

(the devil
from the inside
scratches the roof of my abs
to tear
to escape
and witness
a sinner's final gasp).


18 ივნისი, 2024წ.

luggage boy

[asylum:poem_N_9_"god_is_doomed"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი