hallway breeze
სახლიდან რომ მოვდიოდი, წვიმა გამომეტირა, აზილუმის სადარბაზოში მივაბიჯებ, კედლების უკან, ვხედავ სხივებს, ვიცი, ისევ იწვიმებს. *** ...აქვე, უბოქლომო კარიდან, რამდენიმე ნაბიჯში, საღამოს წვიმა მინდორს უკლავს სიმშვიდეს... თუმცა, მინდორი, შენს წინ მდგარი ჩემი წამწამებივით, თითო ღერად ლივლივებს... ... მალევე იგრძნობს ჩემი ნაბიჯების მონატრებულ სიმძიმეს. ვერსად, ვერაფრით ვახშობ, ჩემს სიგიჟეს, მაგრამ, მინდოდა? სიძველით გაყვითლებულ "თეთრ" ხალათში, ვგავარ მიმოზას. *** ...არცერთხელ მომიკითხეს. 20 ივნისი, 2024წ. luggage boy [asylum:poem_N_11_"hallway_breeze"]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი