this too will pass... or i will pass away...
შენ ჰგავხარ ეპილოგს, ჩემი ცხოვრების წიგნის ერთერთ პირველ გვერდზე... ესეც ჩაივლის... ჩიტივით, არაბეთისკენ გადაფრინდება, ჩემი დაუსაბამო სევდა... ეზიარება, შენი შეხებისნაირი თბილი მაისით... ...ღმერთო, ღმერთო, მითხარი, ესეც გაივლის? თუ, კვლავ ფარისევლურად გავწყრე შენზე? მხოლოდ იმიტომ, რომ დაღლილს, მაძღართაგან, ციცქის დოქივით დაცლილს, თაიგულები და მუჭა მიწა მაყარონ ცივ, შეხების შეუცნობ მკერდზე? 21 ივნისი, 2024წ. luggage boy [asylum:poem_N_12_"this_too_will_pass..._or_i_will_pass_away..."]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი