vivid


ყველაფერი, სიზმარი ყოფილა...
თუმცა, ტილოსავით ნათელი.
ჩემს წინ,
უტანო, უგულო კანდელი,
სანთელივით,
ცხელ ცრემლებად ჩამოღვრილა...
სულ ჩამოცლილა...
მე
მარტირის
ფრესკა ვყოფილვარ...

***

აივნიდან ვხედავ,
ასეთ პეიზაჟს - ჩემი საფლავი,
ნორჩი, 
გულზე იშენებს
ცივ თოვლის მთას...
იხუტებს შენს მსგავსად...
შენი რქაწითელივით
თეთრი ხელის 
მტევნის ნაცვლად...
იხუტებს...
იხუტებს...
...ჩემთან, კიდევ ბევრჯერ იმწუხრებს...
...
მახსოვს,
ოღონდ, შენი ღიმილი დამეწერა, ხატივით,
ენაც მოვიჭერი...
თავიც დავიმუნჯე.
ეჰ, ჩემო, ჩემო,
იცი? რამდენი ვიჭმუნე...


21 ივნისი, 2024წ.

luggage boy

[asylum:poem_N_13_"vivid"]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი