a monk to mock


მე გტოვებთ...
ვტოვებ ყველას...
განა, ვის ძალუძს,
ითმინოს,
მკვდრის
ფარდა-ჩამოფარებული მზერა?
...და ბილიკებზე
ვეხუტები თქორებს...
წვიმის წვეთებს,
ეულებს, მარტოებს,
ცრემლებივით ვიტოვებ,
ვიფარავ,
როგორც 
ღვთის სახლი - ნეტარ მათხოვრებს.

***

...და შენ,
ჩუმი მხსნელის
გჯერა?
თუ გესმის,
ხმას უგდებ,
იმ საგალობელს,
რომელსაც ადამივით ძერწავს
ჩემი პატარა ნერგის
ნაადრევი ფოთოლცვენა?
განა...
ვის ძალუძს...
ისმინოს,
მკვდრის ჩუმი სიმღერა...

ვეღარაფერმა მიშველა...

...ყველა,
როგორც ხატს, ისე უცქერს,
მკვდრის 
ფარდა-ჩამოფარებულ
მზერას.

მე
გტოვებთ.


23 ივნისი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი