Damascus


[act 1: კითხვის ნიშანი]

რთულია, გესმის?
რთულია, იწამო,
გაქცევის,
ან ღმერთის,
როცა სუნი გცემს,
შენი გულის დამასკოში
აგებული სახლების ნგრევის...
ემოციათა ჟლეტით,
ბოლოჯერ ნამღერი თითო ბგერით,
შენც ხდები მტვერი...

[act 2: უპასუხოდ]

რთულია, გესმის?
იწამო ღმერთის...
მე მესმის...
ხმები, ნგრევის...
მე მესმის... ...ის,რასაც მეუბნებიან...
რასაც მპირდებიან...
აღარ მწამს გაქცევის...
მე ვარ ჩემივე
ეგოს სარკის ნამსხვრევი,
 ჩემივე მიმიკების დამტევი.


30 ივნისი, 2024წ.

/details for the mailman/

sender of letter: 
~Doomed Aleksandrovich Man~

reciever of letter: 
~neleh~

possible reciever addresses: 
~somewhere beneath~in between~darkness~saburtalo cemetery~nirvana

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი