spine
ოთახში ვდგავარ, შენ - ფანჯარას ჰგავხარ... უსმინე, ჩემს სიტყვებს... იქნებ, მიამგვანო ღაღადს, ის მელოდია, ის ენა, რომელსაც ვერავინ უძებნის თარგმანს... ... შენ სხივებივით მწველი, ოქტომბრისფერი თმა გაქვს... ქოთანს, დაბალს, ჩემი ნერგი ფესვებით ადგას, მაინც ვერ სწვდება ფანჯარას... გადახტება, ალბათ და მიეცემა მორიგ საფლავად, მარტოსულ მკვდართა ტრამალს. ...და მხოლოდ ამ ტანჯვის შემდეგ, მის სიჩუმეს უპოვნიან თარგმანს. 4 ივლისი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი