twist me into a bead


როგორ აღვწერო?
ან,
რა აღვწერო,
არ ვიცი.
შენ მკვანძავ, ან სკვნილივით,
ან გიშერის მძივივით,
მე შენი კისრიდან
ლავიწებამდე ჩავდივარ,
მივფარფარტებ, მივსრიალებ,
შენს კანზე...
გული მაქვს
თითო გიშერივით ცივი...
...
რა აღვწერო, ან როგორ?
ფოთლები
მწვანედ
მიფარფატებენ
მონაცრისფრო ცაზე.


13 ივლისი, 2024წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი