leaves levitate
I სახლები ჰგვანან ქაღალდის ნაკუწებს, ერთ დროს, სიტყვებით სავსე გვერდებს, თუმცა, გარედან, შიშვლად მოუჩანთ, თოვლივით სითეთრე, მათ ტანებს. II ... იცი? ჩემთან სახლში, პატარა კაქტუსი მაქვს. - უჩემოდ, რა მოუვა? - მომვლელს ვკითხე, რომელიც, ერთ დროს, შენ მეგონე. მეგონა, შენ ცხოვრობდი ჩემს სახლში. მეგონა, სულივით, თრობასავით, უხილავი, თუმცა, საგრძნობი, მზრუნველი იყავი... - აღარც წვეტიანი ჭაღარა წვერის და აღარცერთი ეკლის აღარცერთი წვეტო მოუჩანს. - ასე მითხრა. ... ...უჩემოდ ჩამოყარა? თუ, უჩემოდ გაიხარა და მახვილივით ცრემლნი, საბოლოოდ, საფლავის სიღრმემდე დახარა... ჩემი საფლავის სიღრმემდე... მე გამატანა... სევდა, წვიმა, საზრდო, მჯიღ-ამოფარებულ ცივ გულზე მირონად გადამატარა. 15 ივლისი, 2024წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი