une fresque de toi


გავქვავდი.
ერთხელ დავიჩოქე,
შენი ფრესკის წინ...
...ერთი
მეტანიაც
ვერ
დავძარი...
შენს ცივ გულამდე.
ერთხელ დავიჩოქე,
შენი ფრესკის წინ...
ზამთრის ცივი
ქარივით
ვჭამ ფოთლებს...
ვერ ვკვდები
და შენ გიყურებ, ცისკენ ამოწვდილი,
ორი ტოტივით ხელით...
არცერთი ხის მსგავსად არ ვხმები...
მომავალი იანვრისთვის,
ხელახლა გავძეგლდები...
ხელახლა დავიჩოქებ...
წუთით
თავს შევაფარებ
სამუდამო ზამთრის
თეთრ ძონძებს.


19 ივლისი, 2024წ.

/details for the mailman/

sender of letter:
~Doomed Aleksandrovich Man~

reciever of letter:
~neleh~

possible reciever addresses:
~somewhere beneath~in between~darkness~saburtalo cemetery~nirvana

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი