Kafka in the room
გულით, ვერლიბრები დამაქვს, ბაგეებით, რაღაც, მსგავსი, უღელის, სათქმელი, მუდამ უთქმელი, რომელიც უძრავი ჯვარივით ჩემი ეზოს მიწაზე დამდგამს... ... მე შენ აგინთებ აისის ცის კამარას, თითოჯერ, ყოველ დილით, თუკი შენ გარდაცვალების ბნელ ოთახამდე შენს ერთ, მზისებრ თმის ღერს გამატან... შენზე ფიქრი ჰგავს სამსარას... *** მაგიდასთან, როგორც უმომავლო კვირტი, ზამთარში, ისე, სამუდამოდ ვიჭმუჭნები. აღარავის, აღარაფერს ვგავარ... ... ძველი ხატების კუთხიდან, ხის დიდი ჩარჩოს უკნიდან, ჩემს გვამს დაჰყურებს შავ-თეთრი კაფკა. 21 ივლისი, 2024წ. Kafka in the room
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი