ნათითურები


ვარდისფერი ღრუბლები
ივლისის ყვითელ ცაზე,
ჰგვანან ჩემს ნათითურებს,
შენს
       საკურთხეველივით
                                         დაფარულ
                     ტანზე.
...
როგორც თოლია,
ფრენით მივალ ზღვამდე,
ერთ ტალღასაც არ გავკვეთ...
მაგრამ, მერე, როგორ გავცურო?
...
...ივლისის ცაზე,
შენი სახლის თავზე,
ღრუბლად გავწვები,
ფრთებს გავშლი,
როგორც
სუდარისფერი თოლია.


25 ივლისი, 2024წ.

kafka in the room

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი