სიტყვა
მე რომ გავხდე, ერთი სიტყვა, მომიძებნი მეტაფორას? ...შენს კართან ხან წვიმად მოვალ. ხან, თქორად. ხან, მათხოვრად. მაგრამ, მოვალ. მე რომ რამდენიმე სიტყვა ვიყო, წარმომთქვამ ლოცვად? მე შენს კართან მოვალ... წვრილ, ხშირ თქორად... შენ შემომხედავ ხარბად, მზერით გადამჭრი, მაქცევ იარად, მერე შრამად... დაორთქლილი სარკმელიდან ხატივით შეხედავ ჩემს დგომას. ...მე სიჩუმე მომკლავს... 27 ივლისი, 2024წ. luggage boy
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი