leave your things behind
ტაძრის ბასრი გუმბათი ცას უნაოჭო, ნორჩი სახესავით ჭრის... ბაგეებთან ხაზების ფუნჯით დახატვას წლობით უცდის... ტაძრის ეზოდან ჩემს ეზომდე, ზარი ბოხი ხმით ღმუის... მე ვარ ვარსკვლავივით ურჩი... ანაფორიანი ღამისავით უტყვი. ...ალბათ, მე თვითონ გავხდები, სევდის ტაძარი, ცრემლით ცისფრად ანთებულ კელაპტრებს, და ლოყაზე ჩამოუღვინთავ კანდლებს, კართან მოგიტან ყინულის გულით. ...მე ვარ მორჩილივით უტყვი... სულით, შესამოსელივით ძლიერ მუქი. 27 ივლისი, 2024წ. kafka in the room
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი