თეთრი ოთახი
სხეული - სხივს ჰგავს, უშენობა - ისე მაბრმავებს, ისე მამდაბლებს, თითქოს დაბურულ ცას ვუცქერ, ღრმა ტბიდან... მიმიკა - სიტყვად... ეულად რჩება, მარტოდ და წმინდად, როგორც, პასუხი ყოველ წარმოთქმულ ლოცვაზე - - ამინ. თავით ეხები ჩემს გულის ფიცარს... ჩემი გვამივით, რჩები ცივად, ვეღარ გაიფრენს, ალბათ ჩემზე დარდით, ფრთებზე რომ გადევს, ტვირთად. *** შენი სხეული - სხივად... სულის სიმაღლით, ძლივს ვუტოლდები, იმ წითელი ღვინის ჭიქას, შენ რომ ეპკურე, ქრისტეს სისხლად. 28 ივლისი, 2024წ. Kafka in the room
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი