choir at night


ფერით ვეხამები
ღამის თითო ქუჩას.
მივდივარ...
სადღაც...
სად... არ ვიცი...
ალბათ, იქ,
სადაც,
ან წვიმად,
ან ცელქ, ნაცრისფერ ქარად
მეამები...
ჩემი აივანი გოლგოთას ჰგავს,
მე ვეწამები...
რისთვის?
სანამ გადავხტები,
დავინახავ 
სიბნელის ცრუ ზღვას,
რომელიც ჩამყლაპავს...
რომელიც დამფარავს...
...
თვალებით მივყვები უკან
დარდის ქარავანს...
უშენოდ, ვერ მოვესწრები,
ხვალინდელ კამარას.

***

ფერით ვეხამები
ღამის თითო ქუჩას.
კარამდე მიუღწევლობის
ხვნეშა ცვლის სუნთქვას.
მე მიმცემენ
სიბნელის ცრუ ზღვას.


30 ივლისი, 2024წ.

Kafka in the room

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი