je meurs sur tes genoux
ჰორიზონტზე
ბუნდოვნად ჩანხარ,
როგორც საკურთხევლის კართან
დატყვევებული,
მუდამ ჩამუხლული
მორწმუნისთვის - სიტყვა ღმერთის.
...
ჩვევა შემომრჩა,
უძილოდ გათენების...
უშენოდ,
შენი გაღმერთების...
...
შავ-თეთრი
ფოთლების
გროვაში,
შავ-თეთრი
მზის
ქვეშ
ვეცემი.
7 აგვისტო, 2024წ.
Doomed Aleksandrovich Man
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი