stone face
წვიმა გაქვს წამწამად...
მე
გლოვა მეტყობა
ლურჯ ნამად...
მე
მყინვარწვერთან
მდგარი
პატარა, დიდგულა
მთა ვარ...
წვიმა
გაქვს
წამწამად...
მე
შენი
მზერა
მომიტანს
საზრდო წყალსაც...
გამატანს
მუდამ
წარბ-შეხრილ
დიაგონალურ ქარსაც...
ჩემივე მთის სხეულზე,
მონატრება
თითო მინდვრის ღერად დამაქვს.
17 აგვისტო, 2024წ.
Kafka Hürnmann
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი