Monotone
დღეს, დაგინახე. შებინდებისას, შენს კარამდე, ნაბიჯებად გავიფანტე. მე ტანით ვგავდი წყვდიადურ საკურთხეველში შენი ხატის წინ დასობილ მაღალ კელაპტრებს... ვნატრობდი დილის ალებს... თან ქრისტეს სისხლად ვსვამდი უშენო ღამეს... ვითვლიდი წამებს... ... მერე ბგერებად დავიმარცვლე... მზერა ერთ ამბავად სკვნიდა ჩვენს ტანებს. მონოტონურად ვრეკავდი შენს ტანისებრ, რკინის, მუქ ზარებს, თორმეტჯერ, ცხრაჯერ... ...რომ შენთვის მეხმო... რომ მეფსალმუნა უცვლელად, შენდამი, განმწმენდო... რომ სამუდამოდ დახუჭულ ქუთუთოებზე დაღად, შენი ხატი დამედო... *** დღეს, დაგინახე. 20 აგვისტო, 2024წ. electro-ego-iko
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი