eyes lie
ცაზე ვარსკვლავებს ვიღაც აწყობს... ...ღამის ცაზე ვიღაც სამუდამო ძილს ლამობს... ესაა - მთვარე. ჩემი სარკმელები შენი ლოყებივით ირეკლავენ, ცრემლებს, წვიმას და ნამებს... ხან, წამებს... საათებს... მე ვიძრობ წამწამებს, როგორც იარებში გაჭედილ პატარა დანებს... ...რომ სულ გიყურო... როცა შენ არ ხარ, ოთახის ყველა კედელი ჰგავს სარკეს. მე, მდუმარემ... ამ ხედის შემხედვარემ... თავი, უფრო, როგორღა დავიმუნჯო... [icône:verlibra_N_2_"eyes_lie"].
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი