death as a poem


I

მე, მესია უთქმელი სიტყვის,
ჭირისუფალივით შავ ცას ვკერავ,
დაცემული ღმერთივით...

II

მე, სიზმარი კამარისა სიზმრის...
ძვლების ტყეს შენს სხეულში,
შეხებით ვჩეხავ...

III

და... შენ...
ნუ იქნები 
გარდაცვალების ბნედა...

IV

როგორც ვერლიბრი...
შენი 
გულის 
კედლის 
უკან
ვიმალები...
და ანაფორის მაგივრად 
მმოსავს შენი მჯიღი.


[icône:verlibra_N_4_"death_as_a_poem"].

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი