chant me like a psalm


სახით ვეჯახები
შენი ოთახის კარს.
მუდამ ჩაკეტილს ჰგავს...
მუდამ ღია გაქვს...
წუთს...
            საათს...
                         წამს...
ყოველივეს,
ვკინძავ ძაფზე,
როგორც
კრიალოსანის
ქვას...
მერე
        შენ 
              გითვლი,
თითო
ქვად...
ჩემივე
ეგოს
ღმერთი,
მშიერი,
უსახლკარო 
ძაღლივით
მჭამს...
...
chant me
like a 
psalm...


[icône:verlibra_N_6_"chant_me_like_a_psalm"].

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი