მე მინდა


დაიწყო დღეები - ნარინჯისფერი,
სიყვითლეს უკრთიან ფოთლები,
არ ასცდებათ ჩამოცვენის ხვედრი.

მე მინდა,
რომ სიყვარულში,
გამცენ ჩემმა სიტყვებმა,
მე მინდა,
ქარებმა ჩამაცვან სუსხი,
მინდა, წამიღონ ძველმა ხმებმა.
დაე წამლეკონ, წინა შემოდგომის,
ძველმა გრძნობებმა,
მე მინდა, ძველი ფიქრები მომიტანონ წვიმებმა.

და ვიცი, არც მე ამცდება
ზამთარში გახმობა,
და სიყვითლეში ჩავიხრჩო მინდა,
სანამ დრო მაქვს.


2 სექტემბერი, 2021წ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი