from New Orleans


მე სამი წერტილის მწამს,
უსიტყვო წინადადებას
რომ კრავს.
თვალები ელიან დამთხვევას...
სული ჩემი,
როგორც ეული, უმამო ღმერთი...
მუხლებით დაცემას...
ლამობს...
მინდა,
წიგნის გვერდებზე,
მრავალწერტილად,
ან სტროფად მნახო...
მე
სამი
წერტილის
მწამს...
უსიტყვო კონვერტებს
თვალებით ვასმევ წყალს...
ვდგავარ წვიმაში... 
ნაიარევი
              ზურგით
                          ვეყრდნობი
შენს 
        კარს...
შენი
ჩაკეტილი
კარი ჰგავს ხატს...
მე მირონის მაგივრად,
წვიმით ვავსებ
ლითონის ჯამს...
მე ამ
უძილო,
წვიმიანი ღამის მწამს.


[icône:verlibra_N_10_"from_New_Orleans"].

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი