alpha and omega


ცა შენს სახეს ჰგავს...
მესმის ტალღების ხეთქვა...
შეხება - უმწეო,
ამბორი,
ქრისტე-კლდესთან...
მესმის
ტალღების
ბობოქარი
ხეთქვა...
ერთ მზერაში - ჩანს ალფა.
მეორეში - ომეგა.
და ამ მზერებს შორის...
კიდევ რამდენი ბგერაა?
რაც ვერ წარმოვთქვი...
შენს მაღალ,
ქრისტე-კლდე ტანზე...
მე ზღვა,
ვერცერთი ტალღით
ვერ გადავგორდი...
...
...და
      თუ 
          კიდევ
გაიგონებ
               ჩემს
                      გოდებას...


[icône:verlibra_N_13_"alpha_and_omega"].

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი