el poet


ვთქვი, რომ მოვიგონე.
მე მოვიგონე
ტრფობა,
უტანო, სულისებრი.
...
ვთქვი, რომ მოვინდომე.
მე მოვინდომე
თრობა,
შენსავით წუთიერი...

***

მე
მთა
ვარ... - გულისებრი...
ხანაც, ნაწყენი, ცივი...
ხანაც... კალთა, ღმერთის...
...
მუხის
ჯვარცმის წინ,
შეიმოსება
ქვიშაში მდგომი,
სანთლების ალყით...
მე მომიგონებს...
არეულ ვერლიბრად ქცეულს,
თვალცრემლიანი მიწოდებს
დაღუპულს,
გულ-დალუქულს,
სევდის წვიმაში გალუმპულს,
თუმცა, მაინც - პოეტს.


13 სექტემბერი, 2024წ.

electro-ego-iko

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი