hummingbird


I

სიტყვა თეთრ მთებს...
თოვლის გადამკიდეთ,
ბებრებს...
წინადადება, დაცემულ ღმერთს...
ლექსი ხეებს...
შენი ტანი - ჩემს ხელებს...

II

თოვლივით
გადამათეთრე...
დილით, ჩიტივით ამამღერე...
მზეს - განწირული გალობით
შემაგებე...
...
გიჟი ჩემში,
ნატრობს ერთს,
ან,
გნატრობს შენ.

III

მე, გახიზნული,
სევდით დაბურულ მთებში...
გნატრობ,
გნატრობ...
პასუხს, მღვდელივით,
ასამაღლებლად ვამბობ...
მე, გახიზნული,
სევდით დაბურულ მთებში...
უკუღმა მივფრინავ, კოლიბრივით.
ღმერთია ჩემში,
ცრემლებს შენს ტანზე ვღვრი,
მირონივით.


14 სექტემბერი, 2024წ.

el poet

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი