Doha
ცაზე ჩანს ჩემი ეგო...
ცაზე მურია...
მე, სამჯერ უარყოფა მერგო...
ჯერ, შენი მარჯვენა თვალით,
მერე, შენი მარცხენა თვალით,
ბოლოს...
წინადადება-მიკერილი,
შენივე სახით.
მე ავუყევი აღმართს,
ხელში მხსნელის ხატით
და ორი მომტვრეული მკლავით.
შენ
სიტყვად
გწამდი...
ან,
როგორც
მკვდარი - მიწას,
ისე მიხუტებდი, ისე მჭამდი.
ცაზე ჩანს ეგო...
ცაზე მურია...
გული ჩემი - კვამლის ანაფორით
შემოსილი საცეცხლურია...
საკმველის მაგივრად,
მასშიც
მურია...
მე მაინც
უშენოდ
სიკვდილი
მერგო...
18 სექტემბერი, 2024წ.
el poet
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი