002GASROLA : სვირინგი


მთებია, მოსილი ნისლით.
აივნიდან,
თოვლის ბებერი
თოფს ისვრის...
მეშველება?
მეშველება?
პასუხი მხოლოდ
უფალმა იცის...
ან, თუ იცის...
მას სჯერა
ღვთის სიტყვის...
სიტყვის,
ან
სეტყვის და წვიმის...
წვიმის - მშობელი წარღვნის,
წყვდიადის,
სიკვდილის...
თოვლის ბებერი
აივანზე ტირის....
მას ეშინია,
ეშინია...
სჯერა... ...სეტყვის, წვიმის...
მეშველება?
მეშველება?
ნეტავ, უფალი
რას იტყვის...


19 სექტემბერი, 2024წ.

el poet

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი