004GASROLA : Labret
სახლში შემოდგომაა. კედლების მიღმა წინა ოქტომბრის მოდგმაა, ერთ ბიუსტად შეკრული. ქვის ლოყაზე, წვიმა-ცხებული... არავის ჰგავს... ვერ აღებს კარს... ... სახლში შემოდგომაა... კედლების მიღმა მოთქმაა, გორასაც ცრემლები ტალახად სდის. სახლში, გოლგოთაა... იქვე ჩამუხლული მონაა, მკვდარი ღმერთის ჯვრის ფორმის ბიუსტის წინ. 22 სექტემბერი, 2024წ. el poet
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი