005GASROLA : შავ-თეთრისეული


პოეტს არ ესმის,
ტყვია აქვს ორივე ყურში,
დანა აქვს
კარისკენ მიქცეულ ზურგში...
პოეტს არ ესმის,
რატომაა სიტყვა ცუდი,
თუ რატომ ბუდობს განცდა,
ჯერ კიდევ მის
შავ-თეთრ გულში...
...
ჩემთან დიალოგს
არქმევენ დუელს.
თაკარა მზის ქვეშ ვწევარ...
ყანაა ქერა...
შრომაც
და მერე წარღვნაც
მარგუნა დაბალმა ღმერთმა...
ვერ ვგუობ ყელზე
შენი ხელების მაგივრად
შემოკრულ უღელს...
ყოველი შეხვედრა
ჰგავს
უსიკვდილო, 
სამუდამო დუელს.


23 სექტემბერი, 2024წ.

el poet

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი